|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში 300-მდე შენობას სახურავი დაუზიანდა, 125 სოფელს დენი არ მიეწოდება

მესამე დღეა იმერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა რიგი პრობლემები შექმნა. ამ დროის მონაცემებით 300-მდე შენობის სახურავი არის დაზიანებული, 125 სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ასევე შეზღუდულია ბუნებრივი აირის მიწოდება.

გარდა ამისა,  მუნიციპალიტეტებში წაიქცა მრავალწლოვანი ხეები.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობა და შესაბამის ღონისძიებებს მერებთან ერთად ატარებს.

,,გრძელდება იმერეთში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ დრომდე ძალიან, ძლიერი ქარი გვაქვს. სამწუხაროდ მოიმატა დაზიანებული შენობების რაოდენობამ და ამჟამინდელი მდგომარეობით დაახლოებით, 300 საცხოვრებელი სახლი ისევე, როგორც კორპუსი, ადმინისტრაციული და სხვა შენობა არის დაზიანებული. რეგიონში, ამ წუთში 125 სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მთელი იმერეთის მასშტაბით მიმდინარეობს სამუშაოები და ჩვენ, შევეცდებით მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოვფხვრათ ყველა ის ზარალი რაც მიაყენა სტიქიამ მუნიციპალიტეტებს” - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა