იმერეთში 6 სოფელი კვლავ ჩაკეტილი რჩება
იმერეთში 6 სოფელი კვლავ ჩაკეტილი რჩება, - ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, რეგიონში დიდთოვლობის წმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
„24 საათიან რეჟიმში იწმინდება გზები. ამ წუთის მდგომარეობით ჩაკეტილია მხოლოდ 6 სოფელი, გაწმენდითი სამუშაოები ამ მიმართულებითაც აქტიურია. მუნიციპალიტეტებში ორი დღეა მოსახლეობას საჭიროებისამებრ მიეწოდება პროდუქტი და პირველადი დახმარების ნივთები. იმერეთმა 40 ტონაზე მეტი პროდუქტი მიიღო, რომელიც 6 მუნიციპალიტეტში გადანაწილდა", - ნათქვამია მხარის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც მხარის ადმინისტრაციაში „ნიუპრესს“ აცნობეს, სამტრედიაში ჩაკეტილია სოფელი „გამოჩინებული“ და „თხილაგანი“ ხარაგაულში - „ჭარტალი“ და გუდათუბანი, ბაღდათში - „საკრაულა“ ტყიბულშიი - მუხურა.
ავტორი: