იმერეთში არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს
შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. შემთხვევა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოფელში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 17 წლის გოგომ ნაადრევად იმშობიარა, რის შემდეგაც გახდა ცნობილი, რომ ის მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო.
აღნიშნულის შესახებ გოგომ თავად აღიარა და თქვა, რომ მამა მასზე ორი წლის განმავლობაში ძალადობდა და მას მოკვლით ემუქრებოდა.
მომხდარის შესახებ ვესაუბრეთ რესურსცენტრის ხელმძღვანელს, რომლის განცხადებითაც, აღნიშნული ფაქტის შესახებ რამდენიმე დღის წინ შეიტყვეს.
მისი თქმით, გოგონამ სკოლა გასულ წელს დაამთავრა, თუმცა ვიდრე ის სკოლაში დადიოდა, მასზე რამე ძალადობის კვალი არ შეუნიშნავთ.
გოგო ხუთი თვის ორსული იყო, ნაყოფი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით დაიწყო.
თუ კაცს დანაშაული დაუმტკიცდა, მას 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: ნიუპრესი