|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"იმერეთში დაახლოებით 70 ეკლესიაში გახმოვანების სისტემები დავამონტაჟეთ, რომ მრევლმა წირვას ეზოებში მოუსმინოს"

რამდენიმე კვირის წინ იმერეთის მასშტაბით დაახლოებით 70 ეკლესიაში გახმოვანების სისტემები დავამონტაჟეთ, რომ მრევლმა წირვას ეზოებში მოუსმინოს, – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მაქსიმალური კეთდება, რომ სოციალური დისტანცია დაცული იყოს ყველგან.

“შევიმუშავეთ სტანდარტი, როგორ უნდა დაიცვან დისტანცია და როგორ უნდა დადგნენ ეკლესიაში ყოფნის დროს. ვცდილობთ, სოციალური დისტანციის დაცვას, იქნება ეს ეკლესია თუ მის გარეთ და ამას ბზობას, აღდგომასაც და სხვა დღესასწაულებზეც გავაკეთებთ“, – განაცხადა შალამბერიძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა