|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

დიდთოვლობა იმერეთის რეგიონშიც. თოვლის ნალექი ფიქსირდება იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა.

ინტენსიური თოვის გამო მუნიციპალიტეტების უმეტეს ნაწილში სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი შეჩერებულია. მხარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 109 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები, ასევე იყრება გზებზე ტექნიკური მარილი და იწმინდება საფეხმავლო ბილიკები.

დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია 42 სოფლის გზა.

ელ. ელექტორენერგია არ მიეწოდება 28 870 აბონენტს, მიმდინარეობს სამუშაოები, რომ მოხდეს უახლოეს საათებში აღდგენა.

ავტორი:

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 62.5%
არა - 37.5%
არ ვიცი - 0%
სულ - 16 ხმა