|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში "ეტალონი 2019-2020"-ის გამარჯვებული ქუთაისელი პირველსკოლელი მარიამ მებუკე გახდა

იმერეთის მასშტაბით საქართველოს ეროვნულ-ინტელექტუალური ჩემპიონატის "ეტალონი 2019-2020" გამარჯვებული ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ მებუკე გახდა. ამის შესახებ ინფორმაციიას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე ავრცელებს.

"ეტალონის" გამარჯვებული ქუთაისის პირველსკოლელი და ჩვენი მედია სკოლის სტუდენტი მარიამ მებუკე გახდა.
ამაზე სასიხარულო ამბავი რა უნდა იყოს!" - წერს ლიკლიკაძე

ეტალონის რეგიონალური კონკურსი დღეს ოპერის თეატრში გაიმართა.  

 სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში იმართება. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს, ფინალური სასწავლო წლის ბოლოს, ივნისში იმართება. 

 ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. 


ავტორი: ნიუპრესი