იმერეთში ფაიზერით აცრას 1200 ადამიანი გეგმავს, ასტრაზენეკათი კი მხოლოდ -60
იმერეთში ამ ეტაპზე ფაიზერის ვაქცინის გაკეთების მსურველი 1200- ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული. აქედან 500 მედიკოსი, დანარჩენი კი 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებია. ამის შესაცებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძეს განუცხადა
მისივე თქმით, ქუთაისში ფაიზერის ვაქცინას ხვალ შემოიტანენ, იმუნიზაციის პროცესი კი, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში 30 მარტს დაიწყება.
იმერეთში ასტრაზენეკა ვაქცინით ამ დროისთვის მხოლოდ 298 ადამიანი აიცრა. გოჩა გიორგიძის თქმით, რაიმე სახის გართულება არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, ასტრაზენეკას ვაქცინაზე მხოლოდ 60 ადამიანია დარეგისტრირებული.
გოჩა გიორგიძე მოუწოდებს მოსახლეობას იაქტიურონ, რადგან შემოსული ვაქცინები სრულიად უსაფრთხოა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი