|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში გამოვლენილი კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა "ქუთაისის კლასტერია"

იმერეთში  გამოვლენილი კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა ქუთაისის კლასტერის განეკუთვნება, მათ შორისაა მერიის ერთ-ერთი განყოფილების თანამშრომელი.

იმერეთში მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლირებადია.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორნავირუსი დაუდასტურდა ქუთაისის მერიის თანამშრომელს. ახალ შემთხვევებს შორისაა ინფიცირებული ბავშვებიც. სამწუხაროდ, ორი სკოლა უკვე გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. ყველა კონტაქტი გადაყვანილია იზოლაციაში",-განაცხადა შალამბერიძემ. ამ დროისთვის,იმერეთში 300-ზე მეტი კოვიდდადებითი პაციენტი გადის მკურნალობას.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა