|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში ინფიცირების 395 ახალი შემთხვევაა

 დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 780 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 640 შემთხვევა, აჭარა - 628, იმერეთში - 395.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 38 806 საიდანაც: 6 369 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 052, აჭარაში - 802, იმერეთში - 926. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 285 პირი, მათ შორის, თბილისში - 578, აჭარაში - 130, იმერეთში -294.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 273 პირი, მათგან თბილისში - 189, აჭარაში - 18, იმერეთში - 18.

2 472 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 153 - თბილისში, 812- აჭარაში. 29 965 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 016 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი