|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში ირანის ელჩს ხვდებიან

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საქართველოს პარლამენტში ირანთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი ჭიჭინაძე, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს მაჰმუდ ადიბის შეხვდნენ, - ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური, კულტურული, ტურისტული და ზოგადად, სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შალამბერიძემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ იმერეთი ბუნებრივი რესურსებით მდიდარი და საინტერესო რეგიონია, ასევე აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი და სოფლის მეურნეობის თვალსაზრისითაც გამოირჩევა.

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა