იმერეთში კორონავირუსის 400 ახალი შემთხვევა დადასტურდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 670 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 652 შემთხვევა, აჭარა - 601, იმერეთი - 400, ქვემო ქართლი - 197, შიდა ქართლი - 155, გურია - 93, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 190, კახეთი - 187, მცხეთა-მთიანეთი -84, სამცხე-ჯავახეთი - 89, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 37 108 საიდანაც: 6 219 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 996, აჭარაში - 762, იმერეთში - 917. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 258 პირი, მათ შორის, თბილისში - 569, აჭარაში - 124, იმერეთში -295. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 პირი, მათგან თბილისში - 185, აჭარაში - 17, იმერეთში - 18. 2 443 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 009 - თბილისში, 820- აჭარაში. 28 446 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 986 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი