|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევაა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 521 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარა - 68, იმერეთი - 36, ქვემო ქართლი - 10, შიდა ქართლი - 10, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 49, კახეთი - 39, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 174, საიდანაც: 3 676 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 995, აჭარაში - 419, იმერეთში - 410.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 644 პირი, მათ შორის, თბილისში - 301, აჭარაში - 73, იმერეთში -87. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 126 პირი, მათგან თბილისში - 89, აჭარაში - 10, იმერეთში - 9.

727 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 414 - თბილისში, 284 - აჭარაში. 8 771 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 043 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი