|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კორონავირუსის 105 ახალი შემთხვევაა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 026 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 633 შემთხვევა, აჭარა - 38, იმერეთი - 105, ქვემო ქართლი - 52, შიდა ქართლი - 44, გურია - 5, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 44, კახეთი - 81, მცხეთა-მთიანეთი - 15, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 063 საიდანაც: 2 907 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 639, აჭარაში - 167, იმერეთში - 381.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 620 პირი, მათ შორის, თბილისში - 311, აჭარაში - 31, იმერეთში -145.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 159 პირი, მათგან თბილისში - 110, აჭარაში - 7, იმერეთში - 8. 747 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 553 - თბილისში, 182- აჭარაში.

6 409 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 347 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი