|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კორონავირუსის 138 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 740 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 328 შემთხვევა, აჭარაში - 32, იმერეთში - 138.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 831, საიდანაც: 1 848 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 816, აჭარაში - 152, იმერეთში - 446. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 395 პირი, მათ შორის, თბილისში - 168, აჭარაში - 38, იმერეთში - 114.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი, მათგან თბილისში - 69, აჭარაში- 6, იმერეთში - 14. 230 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 112 - თბილისში, 102 - აჭარაში, 12 - იმერეთში. 1 753 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 242 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 113, ხოლო აჭარაში - 44.

 ბოლო 24 საათში ვირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. 

ავტორი: ნიუპრესი