იმერეთში კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევაა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 862 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 136 შემთხვევა, აჭარა - 98, იმერეთი - 164, ქვემო ქართლი - 104, შიდა ქართლი - 56, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 64, კახეთი - 115, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი - 32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 610 საიდანაც 3 705 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 266, აჭარაში - 187, იმერეთში - 417.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 728 პირი, მათ შორის, თბილისში - 388, აჭარაში - 44, იმერეთში -148. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 180 პირი, მათგან თბილისში - 133, აჭარაში - 2, იმერეთში - 9.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 479 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი