იმერეთში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 170 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 85 შემთხვევა, აჭარა - 9, იმერეთში - 22.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 545, საიდანაც: 1 460 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 725, აჭარაში - 147, იმერეთში - 285.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 291 პირი, მათ შორის, თბილისში - 129, აჭარაში - 25, იმერეთში - 72. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 82 პირი, მათგან თბილისში - 55, აჭარაში - 3, იმერეთში - 10.
173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 131 - თბილისში, 35 - აჭარაში. 1 912 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა.
ავტორი: ნიუპრესი