|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 673 დაფიქსირდა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადების თანახმად, ქვეყანაში ვირუსის გამოვლენის მაჩვენებლები ასე განაწილდა;

დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 729 შემთხვევა, აჭარაში-339, იმერეთში-673, ქვემო ქართლში-419, შიდა ქართლში-354, გურიაში-126, სამეგრელო-ზემო სვანეთში-388, კახეთში-384, მცხეთა-მთიანეთში-109, სამცხე-ჯავახეთში-111, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-41.

ამასთან, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 893 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 141 392-მდე.

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში  კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევაა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ  1 576 გარდაცვალების შემთხვევა.

 

 

ავტორი: ნიუპრესი