იმერეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 147 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 64 შემთხვევა, აჭარა - 4, იმერეთში - 27.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 495, საიდანაც: 1 421 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 697, აჭარაში - 163, იმერეთში - 275.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 278 პირი, მათ შორის, თბილისში - 110, აჭარაში - 26, იმერეთში - 84. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან თბილისში - 47, აჭარაში- 3, იმერეთში - 12. 125 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 90 - თბილისში, 24 - აჭარაში, 4 - იმერეთში.
949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ვირუსით ქვეყანაში კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ავტორი: ნიუპრესი