|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კორონავირუსის 28 ახალი შეთხვევა გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 464 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 243 შემთხვევა, აჭარა - 57, იმერეთი - 28, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 23, გურია - 28, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 49, კახეთი - 7, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

 ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 397, საიდანაც: 1 822 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 853, აჭარაში - 266, იმერეთში - 306.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 342 პირი, მათ შორის, თბილისში - 147, აჭარაში - 37, იმერეთში -80. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 73 პირი, მათგან თბილისში - 51, აჭარაში - 3, იმერეთში - 6.

231 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 141 - თბილისში, 85 - აჭარაში. 3 344 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში ვირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა.

ავტორი: ნიუპრესი