იმერეთში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
7 თებერვლის მდგომარეობით, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,09%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.84%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.69%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 736 პირი, ხოლო გარდაიცვალა 15 ადამიანი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 204 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარა - 11, იმერეთი - 32.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 554, საიდანაც: 2 229 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 032, აჭარაში - 183, იმერეთში - 449.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 499 პირი, მათ შორის, თბილისში - 211, აჭარაში - 48, იმერეთში - 121. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 134 პირი, მათგან თბილისში - 99, აჭარაში- 5, იმერეთში - 15.
295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 166 - თბილისში, 118 - აჭარაში, 11 - იმერეთში.
2 030 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 446 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 221, ხოლო აჭარაში - 133.
ავტორი: ნიუპრესი