|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კორონავირუსის 429 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 345 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა, აჭარა - 139, იმერეთი - 429, ქვემო ქართლი - 157, შიდა ქართლი - 192, გურია - 16, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 146, კახეთი - 158, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 644, საიდანაც, 6 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 781, აჭარაში - 655, იმერეთში - 1 287.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 082 პირი, მათ შორის, თბილისში - 529, აჭარაში - 123, იმერეთში - 231.

მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი, მათგან თბილისში - 208, აჭარაში - 41, იმერეთში - 86.

1 600 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 591 - თბილისში, 721 - აჭარაში, 115 - იმერეთში.

12 774 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 455 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 202, აჭარაში - 131, ხოლო იმერეთში - 6.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 51 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 233 პირი ემსხვერპლა.

 

ავტორი: ნიუპრესი