|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

21 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 262 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 152 შემთხვევა,  იმერეთში - 43.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 781, საიდანაც: 1 435 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 709, აჭარაში - 149, იმერეთში - 284.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 287 პირი, მათ შორის, თბილისში - 127, აჭარაში - 25, იმერეთში - 77.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი, მათგან თბილისში - 55, აჭარაში- 5, იმერეთში - 11.

76 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 134 - თბილისში, 35 - აჭარაში. 2 170 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 700 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი