|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეს გამოვლენილი კორონავირისის  2 911 შემთხვევიდან იმერეთში 469 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.   ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება;

თბილისში გამოვლენილია 1 056 შემთხვევა, აჭარაში - 476, ი ში - 469, ქვემო ქართლში - 201, შიდა ქართლში - 134, გურიაში - 76, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 294, კახეთში - 69, მცხეთა-მთიანეთში - 19, სამცხე-ჯავახეთში - 92, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 25.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა,  მათ შორის იმერეთში - 7.  

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 566-ს შეადგენს.

 

ავტორი: ნიუპრესი