იმერეთში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 399 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 230 შემთხვევა, აჭარა - 22, იმერეთი - 48.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 991, საიდანაც: 1 515 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 770, აჭარაში - 168, იმერეთში - 276.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 302 პირი, მათ შორის, თბილისში - 137, აჭარაში - 27, იმერეთში - 68.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 86 პირი, მათგან თბილისში - 60, აჭარაში - 3, იმერეთში - 7. 195 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 149 - თბილისში, 36 - აჭარაში.
2 281 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ვირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა.
ავტორი: ნიუპრესი