იმერეთში კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 352 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 176 შემთხვევა, აჭარა - 12, იმერეთი - 50, ქვემო ქართლი - 12, შიდა ქართლი - 13, გურია -17, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 19, კახეთი - 29, მცხეთა-მთიანეთი -6, სამცხე-ჯავახეთი -6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 4 862 საიდანაც, 486 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 257, აჭარაში - 36, იმერეთში - 87.
ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 129 პირი, მათ შორის, თბილისში - 75, აჭარაში - 17, იმერეთში - 15. 4 376 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 751 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი