იმერეთში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევაა
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 188 შემთხვევა, აჭარაში - 8, იმერეთში - 58.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 048, საიდანაც: 1 316 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 670, აჭარაში - 135, იმერეთში - 254.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 262 პირი, მათ შორის, თბილისში - 113, აჭარაში - 19, იმერეთში - 77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 74 პირი, მათგან თბილისში - 52, აჭარაში- 4, იმერეთში - 6.
131 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 100 - თბილისში, 29 - აჭარაში.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 643 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი