|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევაა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 676 შემთხვევა, აჭარა - 126, იმერეთი - 61.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 457, საიდანაც: 2 848 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 471, აჭარაში - 398, იმერეთში - 369. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 494 პირი, მათ შორის, თბილისში - 247, აჭარაში - 70, იმერეთში -73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში - 66, აჭარაში - 7, იმერეთში - 8. 427 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 225 - თბილისში, 188 - აჭარაში. 7 182 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 925 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: