|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 382 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 199 შემთხვევა, აჭარაში - 23, იმერეთში - 65.

 მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 370, საიდანაც: 1 405 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 716, აჭარაში - 145, იმერეთში - 254.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 268 პირი, მათ შორის, თბილისში - 126, აჭარაში - 19, იმერეთში - 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პირი, მათგან თბილისში - 53, აჭარაში- 4, იმერეთში - 11.

140 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 108 - თბილისში, 26 - აჭარაში. 1 825 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 ბოლო 24 საათში ვირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა. 

 

ავტორი: ნიუპრესი