იმერეთში კორონავირუსის 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 369 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 190 შემთხვევა, აჭარა - 19, იმერეთი - 67.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 352, საიდანაც: 1 412 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 727, აჭარაში - 155, იმერეთში - 246. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 266 პირი, მათ შორის, თბილისში - 123, აჭარაში - 20, იმერეთში - 70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 82 პირი, მათგან თბილისში - 51, აჭარაში- 4, იმერეთში - 12.
154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 121 - თბილისში, 26 - აჭარაში. 1 786 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.
ავტორი: ნიუპრესი