იმერეთში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან იმერეთში გამოვლენილია 71. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 461, საიდანაც: 1 434 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის იმერეთში - 264.
მთავრობის ინფორმაციით ამ ეტაპზე რეგიონში 73 მძიმე პაციენტია, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 11.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 683 პირი ემსხვერპლა.
18 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.51 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.51 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.37%.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




16:58
11:46
22:32
19:44
20:45
















