იმერეთში კორონავირუსის 79 შემთხვევა დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 537 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა, აჭარაში - 18, იმერეთში - 79.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 308, საიდანაც: 1 376 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 711, აჭარაში - 141, იმერეთში - 247.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 258 პირი, მათ შორის, თბილისში - 119, აჭარაში - 21, იმერეთში - 66. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 85 პირი, მათგან თბილისში - 55, აჭარაში- 3, იმერეთში - 13.
133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 - თბილისში, 30 - აჭარაში. 1 799 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ავტორი: ნიუპრესი