|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 594 ახალი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 963 პირი, ხოლო   25 ადამიანი გარდაიცვალა.  პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 628 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 594 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 226 შემთხვევა, აჭარა - 64, იმერეთი - 87, ქვემო ქართლი - 24, შიდა ქართლი - 20, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 64, კახეთი - 44, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

გამოვლენილი შემთხვევების შემცირება უკავშირდება ტესტირების შემცირებულ რაოდენობას. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 845 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 199 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 646 PCR ტესტით.

ავტორი: ნიუპრესი