იმერეთში კორონავირუსის 91 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის დადასტურებული 508 შემთხვევიდან 91 იმერეთში დაფიქსირდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, გამოვლენილი შემთხვევებიდან 259 პაციენტი აჭარიდანაა, 111 თბილისიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთში 24, გურიაში 8, ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში 5-5, ხოლო შიდა ქართლსა და კახეთში 2-2.
ენდელაძის თქმით, დღეს აქტიური შემთხვევა არის 4518, საიდანაც 58 პაციენტი არის კრიტიკულად მძიმე, მათ შორის კი 8 არის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი.
„ჩვენს ცენტრში არის 42 პაციენტი, აქედან 5 მძიმეა, ერთი კრიტიკული, თუმცა მისი მდგომარეობა რამდენამდე გაუმჯობესებულია. თბილისს უნდა გავუფრთხილდეთ, მატება შეინიშნება. 22 %-ია უკვე ახალ ინფიცრებულებში თბილისის წილი“, - განაცხადა მან.
ავტორი: ნიუპრესი