|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კორონავირუსის 98 შემთხვევა გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 583 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 243 შემთხვევა, აჭარა - 34, იმერეთი - 98, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 31, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 58, კახეთი - 48, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 466, საიდანაც: 2 341 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 109, აჭარაში - 184, იმერეთში - 463. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 529 პირი, მათ შორის, თბილისში - 231, აჭარაში - 45, იმერეთში - 133.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 153 პირი, მათგან თბილისში - 107, აჭარაში- 6, იმერეთში - 14.

277 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 185 - თბილისში, 81 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 848 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ინფექციით ქვეყანაში კიდევ  19 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ავტორი: ნიუპრესი