იმერეთში კორონავირუსის 99 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლენილი 519 ახალი შემთხვევიდან იმერეთში კორონავირუსის 99 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული პაციენტები იმერეთის, სხვადასხვა, კოვიდცენტრში გადანაწილდა. მათგან სამი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მოათავსეს, სადაც ჯამში 65 covid (+) პაციენტი გადის მკურნალობას.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით 16 პაციენტის კვლევის პასუხებს ელოდებიან.
"24 საათის განმავლობაში მივიღეთ სამი და გავწერეთ 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი. კლინიკაში გვყავს 65 პაციენტი, ორი კრიტიკული და 7 სტაბილურად მძიმე. ამ დროისთვის, თავისუფალი საწოლი არ გვაქვს. ველოდებით 16 პაციენტის კვლევის პასუხებს",- განაცხადა მაღლაფერიძემ.
იმერეთის კოვიდცენტრებში, ამ დროისთვის 500-მდე პაციენტი გადის მკურნალობას.
ავტორი: ანა ლიპარიშვილი