|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში რამდენიმე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

იმერეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა 6 დღეა არ გამოვლენილა. ქუთაისის ლაბორატორიამ 426 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლია და ყველა პასუხი უარყოფითია.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით, გამოკვლეულ პირებს შორის არიან პირები საკარანტინო ზონებიდან, მედპერსონალი და წყალტუბოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.

კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა. ყველა ანალიზი უარყოფითია.

ამ დრომდე იმერეთში PCR კვლევებით დადასტურებული 28 შემთხვევაა გამოვლენილი. საკარანტინო სივრცეებში კი 352 ადამიანი რჩება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა