იმერეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
იმერეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა. საშუალო ასაკის მამაკაცი ქუთაისში მცხოვრებია, რომელიც სამსახურეობრივი მივლინებით აჭარაში იმყოფებოდა.
ამ ეტაპზე მისი კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. კონტაქტების ნაწილს ანალიზი უკვე გაუკეთეს და პასუხები უარყოფითია.
მეორე ინფიცირებულს ვირუსი წყალტუბოს საკარანტინე ზონაში დაუდასტურდა, მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.
როგორც ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში აცხადებენ, მათ კლინიკაში ადგილები აღარ აქვთ და პაციენტები ვერ მიიღეს, ამიტომ ისინი, სავარაუდოდ, ზუგდიდში გადაიყვანეს.
ხუთ პაციენტს დაუდასტურდა ცაგერის მუნიციპალიტეტში, მათი წყარო იდენტიფიცირებულია, ისინი თბილისის კლასტერს წარმოადგენენ. მათი კონტაქტებიც გამოკვლელულია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი