|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 419 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 203 შემთხვევა, აჭარა - 26, იმერეთი - 64.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 097, საიდანაც: 1 563 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 800, აჭარაში - 177, იმერეთში - 282. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 304 პირი, მათ შორის, თბილისში - 143, აჭარაში - 29, იმერეთში - 67. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პირი, მათგან თბილისში - 56, აჭარაში - 2, იმერეთში - 5. 192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 150 - თბილისში, 30 - აჭარაში. 2 342 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 ბოლო 24 საათში ვირუსისგან 6 ადამიანი გარდაიცვალა. 

ავტორი: ნიუპრესი