იმერეთში კორონავირუსით კიდევ 257 ადამიანი დაინფიცირდა
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 612 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 670 შემთხვევა, აჭარა - 118, იმერეთში - 257.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 076, საიდანაც, 3 898 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 916, აჭარაში - 353, იმერეთში - 732.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 856 პირი, მათ შორის, თბილისში - 359, აჭარაში - 87, იმერეთში - 206.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი, მათგან თბილისში - 180, აჭარაში - 13, იმერეთში - 31.
742 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 208 - თბილისში, 455 - აჭარაში, 24 - იმერეთში.
4 436 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში ვირუსით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა. დღემდე ვირუსს ჯამში 2 694 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი