იმერეთში კორონავირუსს სკოლის მასწავლებელი და მისი მეუღლე ემსხვერპლნენ
კორონავირუსით ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კონტუათის სკოლის პედაგოგი და მისი მიუღლე დაიღუპა. 54 წლის ქალი დაწყებითი კლასის დამრიგებელი იყო. როგორც სკოლაში აცხადებენ, გარდაცვლილი სკოლაში ბოლოს ორი კვირის წინ იყო, მას ტემპერატურა დაუფიქსირდა, მკურნალობდა და წუხელ გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი ერთ დღის წინ.
არსებული ინფორმაციით, ისინი ქუთაისში ცხოვრობდნენ. ცოლ-ქმრის ინფიცირების შესახებ სოციალურ ქსელში მათმა შვილმა დაწერა. ის ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებსა და უყურადღებობაზე საუბრობს.
როგორც გარდაცვლილების შვილი სოც. ქსელში წერს, მისი მშობლებისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილი ვერც ერთ საავადმყოფოში ვერ მოიძებნა. ისინი თავდაპირველად სახლში მკურნალობდნენ, დამძიმების შემდეგ კი ქუთაისის კლინიკას მიმართეს, თუმცა მამაკაცის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი აღმოჩნდა და ის საავადმყოფოდან გაწერეს. შვილი იძულებული იყო მამა გორში წაეყვანა, თუმცა იქაც რეანიმაციაში ვერ მოათავსეს ადგილების არარსებობის გამო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი