|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კორონავირუსზე სამედიცინო სფეროს 700-ზე მეტი წარმომადგენელი გამოიკვლიეს

იმერეთში ამ დროისათვის კორონავირუსზე სამედიცინო სფეროს 700-ზე მეტი წარმომადგენელია გამოკვლეული. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის  გოჩა გიორგიძის ინფორმაციით,  აქტიურად მიმდინარეობს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კვლევა კოვიდინფექციაზე. პირველ რიგში ხდება კოვიდმიმღები დაწესებულების, ცხელების ცენტრების და სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის კვლევა. 

"ყველა სამედიცინო დაწესებულებას აქვს ვალდებულება განახორციელოს სამედიცინო პერსონალის, განსაკუთრებით ინფექციონისტების,  რეანიმაციის,  მიმღები განყოფილების პერსონალის კვლევა 2 კვირაში ერთხელ. ფაქტიურად, პირველ ეტაპზე მოხდა ცხელების ცენტრების და სამკურნალო დაწესებულებების კვლევა, ისინი სრულად არიან გამოკვლეულები, ასევე ეტაპობრივად ერთვება ყველა სამედიცინო დაწესებულება, სრულად ყველა ექიმი, ექთანი, სანიტარი იქნება გამოკვლეული", -განაცხადა გოჩა გიორგიძემ. 

კვლევების შედეგად, კოვიდინფექცია არც ერთ პირს არ დადასტურებია.

გიორგიძის თქმით, სამიზნე ჯგუფებს  დაემატა  შშმ პირები, მოხუცთა თავშესაფრები, დღის ცენტრები. 

 რაც შეეხება იმერეთის ლაბორატორიაში ჩატარებულ კვლევებს, გიორგიძის თქმით, დღეს კვლევის შედეგები ჯერ ცნობილი არ არის,  გუშინ კი ლაბორატორიაში 204 ანალიზი გაკეთდა და ყველა შემთხვევაში პასუხი უარყოფითია. გოჩა გიორგიძის თქმით, ქუთაისის ლაბორატორიაში უკვე მეათე დღეა კორონავირუსი არ დადასტურებულა. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა