იმერეთში კორონავირუსის 111 ახალი შემთვევა დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 888 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 434 შემთხვევა, აჭარა - 32, იმერეთი - 111, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 50, გურია - 42, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 53, კახეთი - 88, მცხეთა-მთიანეთი - 25, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 29 029 საიდანაც, 986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 459, აჭარაში - 70, იმერეთში - 222. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 280 პირი, მათ შორის, თბილისში - 137, აჭარაში - 40, იმერეთში - 49. 28 043 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 612 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი