|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კოვიდინფიცირების 338 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ვირუსით ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 338 ფიქსირდება. 

მთავრობის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 134 შემთხვევა, აჭარაში - 230.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 449, საიდანაც, 6 680 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 867, აჭარაში - 798, იმერეთში - 1 350.

ამ ეტაპზე იმერეთში  269 მძიმე პაციენტია, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 53. 

მხარის კოვიდსასტუმროებში 124 პირია განთავსებული, 7 ადამიანია საკარანტინე სივრცეში.

ქვეყანაში,  ბოლო 24 საათში კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 002 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი