იმერეთში კოვიდინფიცირების 80 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 219 შემთხვევა, აჭარა - 12, იმერეთი - 80.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 4 189 საიდანაც იმერეთის საავადმყოფოებში 91 ადამიანი მკურნალობს, მათგან 10 რეანიმაციულ განყოფილებაში.
3 707 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
4 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.36%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.61% ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.11%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 389 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 629 032-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 761 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი