იმერეთში ჯერჯერობით 300-მდე მედიკოსია აცრილი
"ასტრაზენკას" ვაქცინით იმერეთში, გუშინდელი მონაცემებით, 288 მედიკოსია აცრილი"- განაცხადა "დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ.
მისივე თქმით, მედიკოსები უფრო მეტად გააქტიურდებიან, რადგან ვაქცინაცია კოვიდის დამარცხების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
შეგახსენებთ, ვაქცინაციის აუცილებლობაში დასარწმუნებლად, ჯანდაცვის მინისტრი საჩხერის სამედიცინო ცენტრში ჩავიდა და ვაქცინა თავად გაიკეთა. ტიკარაძემ განაცხადა, რომ სამედიცინო სფეროს სხვა მუშაკებისთვის მოტივაციის მიმცემი იქნება. ამასთან, ის ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რეგიონებში მედიკოსებთან შეხვედრებს იწყებს.
სამედიცინო პერსონალის დაბალი აქტივობა, რამდენიმე დღის წინ, "ასტრაზენკას" ვაქცინის შემდეგ 27 წლის მედდის გარდაცვალებას უკავშირდება.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. იმერეთის რეგიონისთვის "ასტრაზენკას" ვაქცინის 5500 დოზაა გათვალისწინებული.
ავტორი: ნიუპრესი