|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქეები - 2005 წელს დაბადებული ა.ჰ. და 1995 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. 
უწყების ცნობით, აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის პარკები და ელექტრო სასწორი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, ასევე, 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს", - აცხადებს შსს.

ავტორი: