იმერეთში ოთხდღიანი სტიქიის შედეგად მიღებული ზარალი 8 100 000 ლარს შეადგენს
იმერეთში ოთხდღიანი სტიქიის შედეგად მიღებული ზარალი 8 100 000 ლარს შეადგენს - ამის შესახებ იმერეთში მხარის რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მხარეში 1145 შენობა დაზიანდა.
,,იმერეთში არსებული ოთხდღიანი სტიქიის შედეგად 1145 შენობა დაგვიზიანდა. პირველადი მონაცემებით ზარალი დათვლილი გვაქვს და შეადგენს 8 100 000 ლარს, თუმცა ზარალის რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიძლება ისევ გაიზარდოს. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, მყისიერად რეაგირებს ამ მიმართულებით და ჩვენ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავიწყეთ გარკვეული მიმართულებით ზარალის ანაზღაურება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა ის შენობა, რომელიც ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა არ იქნება დახურული“ - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად იმერეთისთვის გამოსაყოფი თანხის შესახებ ხელისუფლების წრმომადგენლებთან მსჯელობა გაიმართა.
ავტორი: ნიუპრესი