|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში საბარძნეთის ოფიციალური დელეგაცია იმყოფება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე საბერძნეთის დელეგაციას შეხვდა. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან: ჩრდ. კერკირას მუნიციპალიტეტის ორი ვიცე-მერი, იანის გარნელი და თეოდოროს მავ-რონასი, ათენის ქართული ინსტიტუტის დირექტორი, ასევე განათლებისა და კულტურის ცენტრის ,,კავკასია” გამგეობის თავმჯდომარე ავთანდილ მიქაბერიძე და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

მხარეებმა შეხვედრაზე ერთობლივი პროექტების შესახებ იმსჯელეს და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა დაგეგმეს. ასევე, საბერძნეთის დელეგაციასთან ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს ზესტაფონისა და ვანის მერები.

ვიზიტის ფარგლებში პროექტის „ქართულ-ბერძნული კულტურული დიალოგი“, იგეგმება ათენის ფოლკლორული ანსამბლ „კავკასიას“ მიერ ორგანიზებული კონცერტების ჩატარება 14 ივლისს, ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში და 15 ივლისს, ზესტაფონში ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლის სახელობის თეატრონში.

ქართველი ემიგრანტები შეასრულებენ მრავალხმიან სიმღერებს, ფოლკლორისა და ქორეოგრაფიულ ნომრებს. კონცერტში ასევე მონაწილეობენ ბერძენი შემსრულებლები.

ქართველი ემიგრანტები და ბერძნული ფოლკლორული ანსამბლის წევრები („სინიელთა კულტურულ-საგანმანათლებლო ასოციაცია“) კონცერტებს საქართველოს სამ ქალაქში: ქუთაისში, ზესტაფონსა და ოზურგეთში გამართავენ.

ავტორი: ნიუპრესი