|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ხუთი პირი ამხილეს [VIDEO]

იმერეთში სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, ხუთი პირი ამხილეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

უწყება მუნიციპალიტეტს არ აკონკრეტებს, თუმცა "ნიუპრესის" ინფორმაციით, ფაქტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მოხდა. აღნიშნულ პირებს  ბრალი 2012 წელს განხორციელებული პროექტის საფუძველზე წარდეგინათ. 

უწყების ცნობით,  გასულ წლებში, იმერეთის რეგიონში განხორციელდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ზედამხედველობა და მიღება დაევალა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის შესაბამის კომისიას.  ბრალდებულებმა კი, რომლებიც იყვნენ ამ კომისიის წევრები, არაჯეროვნად განხორციელდა დაკისრებული მოვალეობები, რამაც გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა.

კერძოდ, დანაშაულში მხილებულ პირთა მხრიდან გამოჩენილი სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა ნაკლები მოცულობის სამუშაოები, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.

პასუხისგებაში მიცემულ პირთაგან სამი მოქმედი, ორი კი ყოფილი საჯარო მოხელეა. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

ავტორი: ნიუპრესი