|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლატვიის დელეგაცია მიიღო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ლატვიის დელეგაცია მიიღო. მხარეებმა იმერეთსა და ვიძემეს რეგიონებს შორის 2016 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის სფეროებსა და მიმართულებებზე იმსჯელეს.

დელეგაციის წევრებმა მხარის რწმუნებულისგან რეგიონში არსებული ტურისტული პოტენციალის, ბიზნეს გარემოს, საჯარო მმართველობის, საინვესტიციო და სამრეწველო რესურსების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, ასევე სამომავლოდ სხვადასხვა მიმართულებით გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესახებ ისაუბრეს.

შეხვდრას იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ.

მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს იმერეთის რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტსა და ლატვიის დამეგობრებულ ქალაქებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები იმერეთის ტურისტულ ლოკაციებს, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, მათ შორის ვანში, ანტიკური კოლხეთის მუზეუმს დაათვალიერებენ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა